გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მიმდინარე წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტს ეწვია, სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელის ებრაულ უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის დაარსების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

„დეტალურად განვიხილეთ ის კონკრეტული ასპექტები, რომლებიც ქართველოლოგიის ცენტრის დაფუძნებასა და განვითარებას ეხება. მივიღეთ სრული მხარდაჭერა როგორც უნივერსიტეტის რექტორისა და ხელმძღვანელობის, ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარმომადგენლების მხრიდან.

უახლოესი თვეების განმავლობაში ყველა საჭირო პროცედურას გავივლით, რის საფუძველზეც ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ მიმდინარე წელს იერუსალიმის უნივერსიტეტში გავხსნათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართველოლოგიის ცენტრი. აღნიშნული ხელს შეუწყობს ქართული ენის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას და, რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს გაძლიერებისა და მსოფლიო მასშტაბით ქართული ენის ცნობადობის ამაღლების კუთხით,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

როგორც მან აღნიშნა, ებრაულ უნივერსიტეტს მდიდარი ტრადიციები და ისტორია აქვს, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგში დღესაც საპატიო ადგილს იკავებს.

გივი მიქანაძეს უნივერსიტეტში რექტორმა ორონ შაგრირმა უმასპინძლა.

უნივერსიტეტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სოფიო ოტიაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770016717

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართვ...

 ნარკოტიკული საშუალება

1770015004

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდე...

3 პირი დააკავა

1770014622

ახალი ამბები

ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტი...

ვადაგასული პრეპარატები

1770014512

ახალი ამბები

„ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა მეუღლეს“ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით -...

დაკავებულია 1 პირი

1770011775

ახალი ამბები

ზურაბ რურუა გრანტების შესახებ კანონზე: როცა ხედავ, რომ უნდათ შენს ქვეყანას ზიანი მიაყენონ გარედან, სუვერენიტეტს შეეხონ, სახელმწიფომ თავის კონსტიტუციურ ფარგლებში აუცილებლად უნდა იმოქმედოს

უცხოური დაფინანსების შეზღუდვის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებენ კომიტეტები. ცვლილებებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ რურუა დარ...

ზუკა რურუა