ირაკლი კობახიძე: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია, ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან, პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით

ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.

„ცნება რუსოფობია კი არ უნდა მოკლათ, რუსოფობია უნდა მოვკლათ ჩანასახშივე საქართველოში. რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობიის ყოველგვარი გამოვლინება ქართველებისთვის არ არის ორგანული. ჩვენ ვართ განთქმული ისტორიულად სტუმარ-მასპინძლობით, ტოლერანტული დამოკიდებულებით უცხოელის მიმართ, უცხო ადამიანის მიმართ. ეს არ არის ორგანული ჩვენთვის. 2008 წელს უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია, თუ ოდესმე შეიძლება ეს გაჩენილიყო, როდესაც 1 თვის წინ და 1 წლის წინ 400-ზე მეტი ადამიანი მოგიკლეს, განხორციელდა ოკუპაცია, 30 000 კაცი გამოგიდევნეს. ყველაზე მეტი ბუნებრივი აგრესია ხომ მაშინ უნდა ყოფილიყო. მაშინ არავის არ გაუპროტესტებია რუსი ტურისტი იმიტომ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა იყო. ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე - მთავარი რუსოფობები - გამოდიოდნენ და სიამაყით ამბობდნენ, როგორი გახურებული ტურიზმი გვქონდა რუსეთთან, როგორი გახურებული ბიზნესურთიერთობები გვქონდა.

დღევანდელი გამოგონილი რუსოფობები, ხელოვნურად გარუსოფობებული ადამიანები. ამიტომ ვამბობთ, რომ რაღაცები ხელოვნურად შეგიძლია დაალაგო. როგორც აფხაზებში დაალაგეს ხელოვნურად ქართველოფობია, ანალოგიურად ჩვენთანაც არის ძალა, უცხოური ძალა, რომელიც ხელოვნურად ალაგებს ქსენოფობიას კონკრეტულად ამ შემთხვევაში რუსოფობიის სახით. ამას აქვს ორი მიზანი: პოლიტიკური პრობლემების შექმნა, ესკალაციის გამოწვევა და მეორე - ეს არის ეკონომიკური პრობლემების შექმნა.

მადლობა ღმერთს, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, მათ შორის იმის შედეგად, რომ რუსოფობიას დავარქვით თავისი სახელი, ამიტომ არ მოსწონს აგენტურას ცნება, განა რუსოფობია არ მოსწონთ, ცნება რუსოფობია არ მოსწონთ იმიტომ, რომ ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ. ამიტომ უნდათ, რომ მოკლან ცნება რუსოფობია და არა რუსოფობია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია. ქსენოფობია ზოგადად და კონკრეტულად რუსოფობია არის ყველაზე ბნელი მოვლენა, რაც კი ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს. როდესაც ცდილობ ადამიანებს დააჯერო ის, რომ კონკრეტული ერი შეიძლება იყოს ცუდი, ერი და ხალხი - საზოგადოებას უნდა გეგონოს ბნელი.

ვიღაცებს ჰგონიათ, ამ უცხოელ პატრონებს, რომ ქართულ საზოგადოებაში საკმარისი რაოდენობით ადამიანებს ნახავენ, თუნდაც 5%-ს, 3%-ს, არ ვიცი რამდენის იმედი აქვთ, რომელიც ისეთი ბნელია, რომ ამ კამპანიას აჰყვება.მართლა არიან ადამიანები, თითზე ჩამოსათვლელი, ცოტა, აგენტურის რაღაც ბირთვი, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება, მაგრამ ქართველი ხალხი, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ორგანულია აბსოლუტურად ტოლერანტობა და არაორგანულია ქსენოფობია ნებისმიერი გამოვლინებით, ამ კამპანიას არ აჰყვება. მაგრამ თუ ფხიზლად არ ვიქნებით, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავუპირისპირდეთ არა ტერმინ ქსენოფობიას და რუსოფობიას, არამედ რუსოფობიას ძირშივე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსოფობიის გაღვივების შანსი საქართველოში ძალიან ცოტაა გამომდინარე ჩვენი ხალხის ბუნებიდან, ამის მიუხედავად უნდა ვიყოთ ფრთხილად და ძირშივე უნდა დავუპირისპირდეთ ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოში გააღვივონ ქსენოფობია, კონკრეტულად რუსოფობიის სახით. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას - ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789412976

ახალი ამბები

პრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის

ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ...

ირაკლი კობახიძე

1789411476

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე

„ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკ...

ირაკლი ნადარეიშვილი

1789409410

ახალი ამბები

შიო მესამე: ნამდვილი განათლება არის ქრისტეს ნათლით განათლება, ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, მაშინ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლოსაც და დავეხმარებით ადამიანებსაც

„ნამდვილი განათლება... არის ქრისტეს ნათლით განათლება. ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, ჩვენს სულში, სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მაშინ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლო...

პატრიარქი შიო მესამე

1789408520

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: გადაბრალების დიდოსტატია სააკაშვილი - თვითონ დაარბია „იმედი“, „ტვ 25“ 7 ნოემბერს და ამით ამაყობდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს „გადაბრალების დიდოსტატს“ უწოდებს. ანანიძე ეხმიანება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელშიც აღნი...

ცოტნე ანანიძე

1789407543

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რიგი ე.წ. პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელს ამ კვირაში დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“

ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთ...

ირაკლი კირცხალია