კომპანია „ნოვა“ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
კომპანიის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთვის მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
„დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
1789417872
ახალი ამბებიპრემიერი: ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას, ეს არის ორმაგი სტანდარტი
ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ბათუმში, პლაჟზე რომ რუს ქალს გაუშლი ბანერს, მაგით იცავ ტერიტო...
1789416896
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება
ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს...
1789416075
ახალი ამბებიპრემიერი: თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და თითქოს აქედან მოიპარეს ფული, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდ...
1789414729
ახალი ამბებიპრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს
2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები - ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები - პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე,...
1789412976
ახალი ამბებიპრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის
ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ...



























