გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
„მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს — თქვენი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოსწავლეთა განვითარებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაში.
მადლობას ვუხდი მშობლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და თანადგომა ბავშვის წარმატების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისთვისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო და სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!“, - აცხადებს გივი მიქანაძე.
1789414729
ახალი ამბებიპრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს
2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები - ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები - პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე,...
1789412976
ახალი ამბებიპრემიერი: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის
ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ...
1789411476
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე
„ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკ...
1789409410
ახალი ამბებიშიო მესამე: ნამდვილი განათლება არის ქრისტეს ნათლით განათლება, ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, მაშინ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლოსაც და დავეხმარებით ადამიანებსაც
„ნამდვილი განათლება... არის ქრისტეს ნათლით განათლება. ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, ჩვენს სულში, სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მაშინ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლო...
1789408520
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: გადაბრალების დიდოსტატია სააკაშვილი - თვითონ დაარბია „იმედი“, „ტვ 25“ 7 ნოემბერს და ამით ამაყობდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილს „გადაბრალების დიდოსტატს“ უწოდებს. ანანიძე ეხმიანება მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელშიც აღნი...





























