გივი მიქანაძე: სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებზე 4-ჯერ მეტმა ახალგაზრდამ გააკეთა პირველადი არჩევანი, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა" 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, უკვე წლევანდელი წლიდან ახლად ჩარიცხულ სტუდენტებს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში არ ექნებათ სწავლის საფასური გადასახდელი, რამაც სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესი გაზარდა.

„სტატისტიკა მეტყველებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების მიმართ გაზრდილ ინტერესზე. 4-ჯერ მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა და პირველადი არჩევანი აქვს გაკეთებული სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე. ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩვენს სამინისტროსთან და ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა, ჩვენ შემდგომში ამ კვლევის საფუძველზე დავთვალეთ კონკრეტული კვოტები, 19 სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების მიხედვით. სად არის ჭარბი რაოდენობა, სად დეფიციტური, რა მოთხოვნის წინაშე გვაყენებს ბაზარი და რა რაოდენობის სპეციალისტები გვჭირდება. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ მთავრობას მივმართეთ შესაბამისი დადგენილების პროექტით, რომელიც დაამტკიცა მთავრობამ და 21 600 უფასო ადგილი განისაზღვრა 19 უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს წელს პირველად ჰქონდათ საშუალება, უმაღლესი სასწავლებლების გარდა აერჩიათ პროფესიული მიმართულებებიც.

„აბიტურიენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 3 პროფესიული მიმართულება აერჩიათ. შესაბამისად, თუ აბიტურიენტი მინიმალურ ბარიერს მაინც დაძლევს გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვებს საჭირო ქულების რაოდენობას, რომელიც ეყოფა მას, რომ ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, ამ შემთხვევაში, ის ავტომატურად ჩაირიცხება მის მიერ არჩეული პროფესიული მიმართულებიდან ერთ-ერთში. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებელი. დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი და 10 600 ასეთი ადგილი გვაქვს განსაზღვრული", - აღნიშნა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781544897

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციისთვის ქართული პოლიცია მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჩაუშალეს რევოლუციის რამდენიმე მცდელობა

მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ცალკეული გადაცდომების განზოგადებას მთელ სისტემაზე ცდილობენ, რაც პირდაპირი შეტევაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მმართველ...

ლევან მაჭავარიანი

1781542341

მსოფლიო

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი: აშშ-სა და ირანს შორის სრული შეთანხმება საჯაროდ გამოქვეყნდება

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ვერსია საჯაროდ გამოქვეყნდება, -  განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა. ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმების დეტალები მომდევნ...

 აშშ-სა და ირანს შორის

1781539726

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი გაფართოების საკითხებში...

რატი იონათამიშვილი:

1781538113

ახალი ამბები

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალ...

შსს განცხადება

1781537225

ახალი ამბები

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ - შიო III-ს შეხვდნენ

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. ინფორმაც...

 შიო III-