საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი ფერნანდო რიანიო რატი იონათამიშვილს: ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე, ბედნიერი ვარ მიღებული შედეგებით
საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მმართველი საბჭოს წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო ალიანსის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ფერნანდო რიანიო საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს რატი იონათამიშვილს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების 19-ე სესიაზე წარმატებულ მონაწილეობასა და გაეროში დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობების“ პრეზენტაციას ულოცავს და მეგობრულ წერილს უგზავნის.
„ძვირფასო რატი,
ძვირფასო პრეზიდენტო,
ძვირფასო მეგობარო,
ეჭვგარეშეა, რომ დღეს შესაძლოა არც საქართველოსთვის და არც ესპანეთისთვის, არც ესპანეთისთვის და არც საქართველოსთვის არ არის საუკეთესო დღე…
დღის დასაწყისი მძიმე იყო ჩვენი ქვეყნებისთვის, რადგან ილია დამარცხდა.
ღვთის წყალობით, იგი მალე გამოჯანმრთელდება და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერი დაბრუნდება! ახლა მისი დასვენების, აღდგენისა და უკვე შემდგომ, დაბრუნების დროა.
ჩემი ფიქრები თქვენთანაა საქართველო და ჩემო ძვირფასო ქართველებო, მეფიქრება ჩვენს ქართველ მეგობარზე/ძმაზე.
ილიას მარცხი გვერდით გადავდოთ და ამჯერად, გილოცავთ!
ნიუ-იორკიდან უამრავი შესანიშნავი კომენტარი მივიღე თქვენს შთამბეჭდავ პრეზენტაციასა და COSP-ზე გამართულ ღონისძიებაზე.
ესპანეთის ელჩმა მომწერა და ძალიან ვნანობ, რომ ვერ შევძელი ღონისძიებაზე დასწრება, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი ფასდაუდებელი შრომით და მიღებული შედეგებით! გილოცავთ!
ყოველივე საუკეთესო მინდა გისურვოთ მუდამ, დღეს კი უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ილიასთვის, ელმატადორისთვის და საქართველოსთვის!“ - წერს ფერნანდო რიანიო.
1781544897
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციისთვის ქართული პოლიცია მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჩაუშალეს რევოლუციის რამდენიმე მცდელობა
მიზანმიმართულ კამპანია პოლიციის წინააღმდეგ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტები ცალკეული გადაცდომების განზოგადებას მთელ სისტემაზე ცდილობენ, რაც პირდაპირი შეტევაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე. მმართველ...
1781542341
მსოფლიოაშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი: აშშ-სა და ირანს შორის სრული შეთანხმება საჯაროდ გამოქვეყნდება
აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის სრული ვერსია საჯაროდ გამოქვეყნდება, - განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა. ოფიციალური პირების თქმით, შეთანხმების დეტალები მომდევნ...
1781539726
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ არასერიოზულად უყურებენ ევრობიუროკრატები ევროკავშირის იდეასა და ღირებულებებს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი გაფართოების საკითხებში...
1781538113
ახალი ამბებიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალ...
1781537225
ახალი ამბებისაქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ - შიო III-ს შეხვდნენ
საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ, შიო III-ს შეხვდნენ. ინფორმაც...































