პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო, ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781531371

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ცაჰკნას და მისნაირებს საქართველოში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერზე წავა, ცალ ფეხზე დადგება და მუხლებზე დაიჩოქებს

ცაჰკნას განცხადების უკან მთელი პოლიტიკა და სტრატეგიული გეგმა დევს. მოწოდებაა, რომ ექსტრემისტული დაპირისპირება განვითარდეს და საქართველოში ცეცხლი დაინთოს. უკვე ღიად საუბრობენ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნე...

გია ვოლსკი

1781529614

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6577 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ააა

1781528207

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე...

მიხეილ ყაველაშვილი

1781527405

სპორტი

ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

 მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან,...

ზვიად ხაჩიძე

1781525961

საზოგადოება

პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

 პრეზიდენტის სასახლეში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომლის დროსაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებ...

პრეზიდენტი