გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.

„განსაკუთრებულია 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება - წელს ჩვენ დიდი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს აღვნიშნავთ.

ახლა თითოეული კურსდამთავრებული ხარობს, მაგრამ არანაკლები სიხარულია თითოეული პროფესორ-მასწავლებლის გულში, რომლებმაც მთელი თავისი მონდომება და ძალისხმევა ახალგაზრდებისთვის ცოდნის მიცემას მიუძღვნეს.

მსურს, ახალგაზრდებს მივმართო — ირწმუნეთ თქვენი შესაძლებლობების და გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანის წარმატება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სიამაყე და წარმატებაა. მჯერა, თქვენი ცოდნითა და პროფესიონალიზმით

არაერთხელ ასახელებთ თქვენს ოჯახს, მასწავლებლებს და ჩვენს საყვარელ სამშობლოს!”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ. მათ წარჩინების სიგელები და სამახსოვრო საჩუქრებ გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელამ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სტუდენტური ჰიმნი – „გაუდეამუსი“ შეასრულეს.

გამოსაშვები ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის ფასადზე 3D პროექცია მოეწყო.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 3298 კურსდამთავრებული ჰყავს. 2026-2027 სასწავლო წელს კი უნივერსიტეტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე 8600-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784360224

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფ...

დაკავება, პოლიცია

1784359573

ახალი ამბები

შსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.   როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამარ...

შსს შსს

1784358323

ახალი ამბები

თბილისში ბრალდებული ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორ...

დაკავება

1784356402

მსოფლიო

აშშ აცხადებს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანზე  დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს. ამის შესახებ X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ც...

საჰაერო დარტყმები

1784354822

სპორტი

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან

დღეს 18 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რ...

რაგბის ნაკრები