თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, თუ ამის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა პრემიერს, ამისთვის მზად ვართ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე გამოგზავნა.
გზავნილი ხაზს უსვამს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მთავარი ამოცანაც სწორედ სუვერენიტეტის დაცვაა, რაც ტრამპის წერილის მთავარი გზავნილია.
მისივე თმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ყველანაირ ნაბიჯზე წავიდეს თანამშრომლობისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება:
„ტრამპმა უბრალოდ მადლობა კი არ გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ ის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და უსაფრთხოებაზე საუბრობს და ამაში სთავაზობს თანამშრომლობას. ასევე იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში წავალთ ამ თანამშრომლობაში.
ჩვენი მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, რომ ჩვენს საშინაო საქმეებში უკანონოდ ვერავინ ჩაერიოს. თუ ამის განმტკიცებაში ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა საქართველოს პრემიერს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველანაირ ნაბიჯზე წავალთ, რაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება“,- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
1784360224
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფ...
1784359573
ახალი ამბებიშსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამარ...
1784358323
ახალი ამბებითბილისში ბრალდებული ერთ-ერთ პირს ცივი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მობილური ტელეფონი გასტაცა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორ...
1784356402
მსოფლიოაშშ აცხადებს, რომ ირანზე საჰაერო დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანზე დარტყმების მეშვიდე ტალღა დაასრულეს. ამის შესახებ X-ზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ც...
1784354822
სპორტიდღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს 18 ივლისს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რ...































