პრემიერი: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე
„სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.
„დღეს ვხსნით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთს, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავხსენით ამ მაგისტრალის მეორე მონაკვეთი, ეს დღე არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე ექსპლუატაციაშია 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე ასევე სწრაფი ტემპით გრძელდება სამუშაოები.
მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ესეც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. თქვენ ხედავთ, რამდენად დაჩქარებულია საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის ტემპები. ეს დღე არის მნიშვნელოვანი ეტაპი ამ გზაზე, ჩვენ დღეს ვხსნით 6-კილომეტრიან მონაკვეთს, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს მთლიანად დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52-კილომეტრი, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი. მომავალ წელს იგეგმება უკვე მისი გახსნა, ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა.
აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში - გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი-სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამასთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება კახეთის მიმართულების დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა და ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობა. მთლიანობაში ჩვენი გეგმა არის ძალიან ამბიციური, სამთავრობო ანგარიშის წარდგენისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ 2031 წლისთვის გვინდა თითქმის ყველა მონაკვეთის მთლიანად დასრულება, დარჩენილი იქნება ამ დროისთვის მხოლოდ 1 მონაკვეთი, რომელსაც იქიდან 1 წელიწადში ასევე მივიყვანთ ბოლომდე,” - აღნიშნა პრემიერმა.
1784366330
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს დაცული, თუ ამის განმტკიცებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივად ვიმოქმედებთ, რაც უკვე პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადა პრემიერს, ამისთვის მზად ვართ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომელიც თეთრი სახლის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობ...
1784365083
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს
„ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფო...
1784362498
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური...
1784360224
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფ...
1784359573
ახალი ამბებიშსს: ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აპრილში დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამარ...































