მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
„აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
მისი თქმით, როდესაც სამუშაო ადგილი არის შეზღუდული რაოდენობით, ნორმალურია, რომ უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე ქართველს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველსაც და იმიგრანტსაც. მინისტრის აზრით, თუ დამსაქმებელი ვერ იპოვის ისეთ კადრს, რომელიც მას სჭირდება, ამ შემთხვევაში ბიზნესს უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა, რომ მოიზიდოს კადრი, რომელიც ამ ვალდებულებას შეასრულებს.
„როდესაც ბიზნესი ასე რეაგირებს, რომ მე ჩემი პროდუქტის გაიაფების, მეტი მოგების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა მინდა, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და ბიზნესს არ მისცეს ამის შესაძლებლობა.
მთავარი პრობლემა იყო გიდების, ტაქსის მძღოლის, „გლოვოს“ და ა.შ. ამ სამუშაოს შესრულება კონკურენტული გახდა. ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველს. როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაც ნაკლებ ანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას ღამის პირობებში უფრო იოლად შეუძლია მუშაობა და ამის გამო დამსაქმებელს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული უცხოელ დასაქმებულზე, ეს არ მიგვაჩნია სწორად. ეს ზედმეტად აზიანებს ქართველის ინტერესს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ დაიცვას სამუშაო ადგილი, მასზე წვდომა საქართველოს მოქალაქისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
1776531028
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე დუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციაზე: კარგად მესმის იმ დრამატული ემოციების, რომელიც აქვთ პაციენტებსა და მათ მშობლებს, ამიტომ სულ რამდენიმე დღეში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „ღია ეთერში“ დუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე დღეში საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. „მინდა გ...
1776530918
ახალი ამბებისამხარაძე: ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია - გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი
„ახალგაზრდა კაცი გამოვიდა და სიმართლე თქვა! დიახ, ის ჭეშმარიტება, რომელიც აშინებს ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს! აშინებთ ქართველების გაერთიანება, ერთად დგომა და მით უმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმარ...
1776528702
ახალი ამბებიმეწარმე ნინო რაზმაძე: ყველა აქციაზე ვიდექი, როდესაც ვაპროტესტებდით „გრანტების კანონს“, ყველას ეთაკილებოდა, რატომ უნდა ყოფილიყო აგენტი, მაგრამ, პირადი გამოცდილებით, უკვე ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ პროცესს
„არც ერთი სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის აქტივობის გარეშე არ იქმნება. მე მყავს ოთხი შვილი, მაქვს ოთხი სამსახური და მართალია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, პრობლემები და გამოწვევები ჩემ...
1776527540
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - დღეს საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები არის უალტერნატივო
„მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნა...
1776524874
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილზე: დღევანდელი ოპოზიციის იდეური მამები დასდევდნენ ზვიადს, რომ ვოჟდიზმში ან რაიმე მსგავსში დაედანაშაულებინათ, ეს ვიგინდარები ისეთი კიჟინით დაესივნენ ამ ოჯახს და ამ კარგ ბიჭს, რომ ის წლები გამახსენდა
გიორგი გამსახურდია ცოტნე ივანიშვილის მისამართით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ზვიად გამსახურდიას დროსთან პარალელს ავლებს. გამსახურდიას თქმით, დღევანდელი ოპოზიციის იდეუ...































