„გრძნობენ რაღაც ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან თითქოს და უნდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ და გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია“ - მაჭავარიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე

„საქმე გვაქვს პირდაპირ ასმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან და ეს მარტივად იხსნება. ისინი გრძნობენ რაღაც ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან თითქოს და უნდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ და გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სავარაუდოდ, ზურაბიშვილი მათგან ახალ ინსტრუქციებს მიიღებს.
„საქმე გვაქვს პირდაპირ ასმაგ სტანდარტთან მათი მხრიდან და ეს მარტივად იხსნება - ისინი გრძნობენ რაღაცა ტიპის საფრთხეს რუსეთის მხრიდან და უნდათ, ისრები ჩვენკენ გადმოიტანონ, აქ შექმნან ქაოსური სიტუაცია, გამოიწვიონ ქვეყანაში რევოლუცია იმისათვის, რომ „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა აგენტებმა, ისევე როგორც მათი ქვეყნის ლიდერშიპი არის, ასევე, ჩვენი ოპოზიცია, უკვე აქ გახსნან მეორე ფრონტი და ის რისკი, რასაც ლატვიელები, ლიეტუველები და ესტონელები ხედავენ თავიანთი ქვეყნების მიმართ, უკვე ეს რისკი მთლიანად გადმოვიდეს საქართველოზე. ეს არის საბჭოური მეთოდებით ბრძოლა.
ახლა მიპატიჟებული ჰყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, იქ ახალ ინსტრუქციებს მიიღებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან ჩვენ ხალხებს შორის არის ძალიან დიდხნიანი მეგობრული ურთიერთობა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1743417910
საზოგადოება2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი კაპანაძე: არავის უთქვამს, განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ - ხალხმა თავს თვითონ უშველა
ასე რომ რამე მქონოდა, ან ვინმეს ეთქვა, რომ განმეხორციელებინა მოსახლეობის ევაკუაცია, არავის უთქვამს, ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ, რომ ამაში მე რაღაცა ლომის წვლილი მივიღე, ან გმირად წა...
1743417625
საზოგადოებაემზარ კვიციანი: პატრიარქს ვუთხარი, რომ ოქრუაშვილი აპირებდა ხეობაში ძალების შემოყვანას, პატრიარქმა მითხრა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაჰბარდება, აფხაზეთი მიცემულიაო, მას მეტი ინფორმაცია ჰქონდა
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დად...
1743417566
საზოგადოებაემზარ კვიციანი: 2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი
2006 წელს სოჭში შეხვდნენ სააკაშვილი და პუტინი, იქიდან რომ დაბრუნდა საქართველოში, ხელად ორფოლო წამოიწყეს, იქ იყო მოლაპარაკებული ყველაფერი, – განაცხადა კოდორის ხეობის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა, ემზ...
1743417524
საზოგადოებალევან ჟორჟოლიანი: შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს და ხელს შეუწყობს უფრო ეფექტიან მუშაობას
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ...
1743416525
ახალი ამბებითურქულმა მხარემ საერთო საჯარისო ცენტრის საარტილერიო სკოლას განახლებული სასწავლო სიმულატორი გადასცა
თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს საარტილერიო პროგრამულად განახლებული სიმულაციის კლასი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმ...