გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.
1768483433
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ფრანგულ კომპანია Groupe ADP-სთან ხელს ვაწერთ ხელშეკრულებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირ...
1768483120
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე - მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ „ბიბისი“ აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის, „ქართული ოცნება“ ყოველთვის შეეცდება საკუთარი სიმართლის გატანას
„ქართული ოცნება“ ინტერესებს ყველა დონეზე დაიცავს „ბიბისის“ მიერ არაზუსტი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ინფორმაციის გავრცელებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...
1768482523
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6961 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1768482475
მსოფლიოჩინეთი აცხადებს, რომ მზადაა, ირანის გარშემო დაძაბულობის შემსუბუქებაში „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს
ჩინეთი აცხადებს, რომ მას შეუძლია, „კონსტრუქციული როლი“ შეასრულოს ირანის გარშემო დაძაბულობის შემსუბუქებაში. აღნიშნულის შესახებ CNN-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე...
1768480781
მსოფლიოBloomberg: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვებს ამცირებს და ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს
ინდოეთი თანდათან ამცირებს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვებს აშშ-ს მხრიდან მეორადი სანქციების შიშის გამო და თანდათან ეძებს ალტერნატიულ ბაზრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნ...




























