გურამ მაჭარაშვილი 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვაზე: ვეთანხმებით მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია კონსულტაციების გამართვა და იმ ბალანსის მონახვა, რომელიც საკითხსა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის არის.
მაჭარაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიმიტრი ხუნდაძემ მისი განცხადებით სწორედ ის იგულისხმა, რომ ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება და საკითხზე არსებობს ჯანსაღი ოპონირების რესურსიც.
„ჩვენ ვიცით და გვესმის ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაზეც ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით აპელირებს, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით და ა.შ. თუმცა აქ საჭიროა ფრთხილი მიდგომა, რაც იგულისხმა კიდეც დიმიტრი ხუნდაძემ თავის განცხადებაში. 6 წელზე ნაკლები წლოვანების ავტომანქანები შემოვიდეს ქვეყანაში და დანარჩენი არა, საკითხის ასეთი დაყენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისაღები არ არის და უკმაყოფილოა ამით. აუცილებელია მოიძებნოს გარკვეული ბალანსი. იმ მიზანს, რის გამოც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენ ვეთანხმებით, მაგრამ საკითხსა და საზოგადოების თითქმის უმრავლესობის ინტერესებს შორის ბალანსი უნდა მოიძებნოს.
პირობითად ვამბობ, შეიძლება იყოს აკრძალვა წლოვანების მიხედვით, შემდეგ წლების მიხედვით და ა.შ. ბევრი ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. ეს საკონსულტაციო თემა უნდა გახდეს, რაც არის სწორედ ჯანსაღი ოპოზიციის მიზანი. „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არასდროს გვქონია პრობლემა და არც „ქართულ ოცნებას“ ჰქონია პრობლემა კონსულტაციების ვინმესთან, ეს შემიძლია თამამად გითხრათ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსულტაციების, თუ ჯანსაღი ოპონირების რესურსი. ეს იგულისხმა კიდეც დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც თქვა, რომ საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია, უფრო მეტად ჩაღრმავება ამ საკითხზე. ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის დაყენების მიზანი გასაგები და მისაღებია, ნამდვილად გასაკეთებელია რამე იმიტომ რომ, ძალიან დიდი რაოდენობის მანქანაა და გარემო დაბინძურებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































