გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განცხადებაზე: მუქარა მათი სტილია, ეს არის პროევროპული პარტია? რომლის ლიდერებიც ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ და, ძალაუფლების არქონის დროსაც კი, საზოგადოებას ემუქრებიან?
ნიკა გვარამიას მხრიდან ნინო წილოსანის მიმართ გაკეთებულ განცხადებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, მუქარა ამ ადამიანების სტილია და ამას არც მალავენ.
„მუქარა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ამ ადამიანების სტილია და ეს არც დაუმალავთ, სხვათა შორის. აი, ამიტომ არის კითხვის ნიშნები ახლა იმ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ გვარამიას, სააკაშვილს, ბარამიძეს, აი, ასეთ ადამიანებს და მათ პარტიებს როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო, რომლებიც გაცხადებულად, წინასწარვე აანონსებენ იმას, რომ ემუქრებიან საზოგადოებას. აანონსებენ იმას, რომ ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას ჩამოახრჩობენ, დახვრეტენ, მათ შორის ძალადობრივ აქციებზეც ხომ გვახსოვს. არა მარტო აქციებზე, გვარამია ახლაც პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანებს პირდაპირ დაიჭერს. მუქარა მათი სტილია, ზოგადად. ეს არის პროევროპული პარტია? ანუ ის პარტია არის თურმე პროევროპული, ევროპული ღირებულებების მქონე პარტია, რომლის ლიდერები ერთმანეთს აგინებენ, ჭამენ ერთმანეთს და ემუქრებიან საზოგადოებას, ჯერ რომ არაფერი ძალაუფლება არა აქვთ ისე?“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
1788597954
ახალი ამბებიაღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში...
1788596979
ახალი ამბებიმძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაშავებულები - ტრაგედია ომალოში
თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფ...
1788595265
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე
საქართველოსთან მიმართებით გერმანიის მთავრობის მხრიდან ურთიერთობის ტაქტიკის ცვლილებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის ვრცელ პოსტში აღნიშნავს, დიპლომატიური შტურ...
1788593440
ახალი ამბებიგვარამია ნინო წილოსანს ემუქრება: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ რომ ყველაფერი მოჰყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება, ამას გპირდები, ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს
„ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს, ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს. გვარამია...
1788591162
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავ...































