გურამ მაჭარაშვილი: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს, თორემ პოლიტიკური სვავებივით არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები - ოღონდ კი რამეს ჩაეჭიდონ, რომ აქ არეულობა მოხდეს

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოკითხვები გრძელდება. დღეს სამართალდამცველების კითხვებს გიორგი ლილუაშვილი უპასუხებს.

საქმეზე უკვე გამოიკითხა 9 პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი და გია ხუხაშვილი. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობს და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო.

აღნიშნულ თემას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, როდესაც საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკან დაიხიეს.

„თავად ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ის ფაქტი, რომ ასეთ სენსიტიურ, თვითმკვლელობის თემას იყენებ რაღაც პროცესებისთვის, უკვე ცუდია და კიდევ უფრო ცუდია ის, რომ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ამას აჰყვა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები.

გაჩნდა კითხვები და ამ დროს ყველამ უკან დაიხია, განაცხადეს, რომ არავინ არაფერი იცოდა. თუ არაფერი იცი, შენ დალოცვილო, მაშინ რა განცხადებებს აკეთებ? როდესაც გარკვეულ ფაქტზე აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს, თორემ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური სვავებივით არიან „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ოღონდ კი რამეს ჩაეჭიდონ, რომ არეულობა მოხდეს.

ამიტომ, ბუნებრივია, ისეთი ფაქტი, სადაც მტკიცებულება არ არის, არ უნდა გამოაქვეყნო“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788597954

ახალი ამბები

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. მოსახლეობისთვის ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოში...

აღმოსავლეთ საქართველოში

1788596979

ახალი ამბები

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, არიან დაშავებულები - ტრაგედია ომალოში

თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ომალოში მოხდა.  თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ხუთი ადამიანი იმყოფ...

ლენტი ლენტი

1788595265

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

საქართველოსთან მიმართებით გერმანიის მთავრობის მხრიდან ურთიერთობის ტაქტიკის ცვლილებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის ვრცელ პოსტში აღნიშნავს, დიპლომატიური შტურ...

დავით ქართველიშვილი

1788593440

ახალი ამბები

გვარამია ნინო წილოსანს ემუქრება: ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ რომ ყველაფერი მოჰყვე, რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება, ამას გპირდები, ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს

„ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნინო წილოსანს, ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ყველა დეტალს გაასაჯაროებს. გვარამია...

ნინო წილოსანი

1788591162

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავ...

დაკავება და ბორკილები