გურიის რეგიონში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გურიის რეგიონში, სოფელ სურებში, ცხრა კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენითი სამუშაოები პროექტის „ECO Georgia“ ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. რაც ხელს შეუწყობს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.

პროექტი „ECO.Georgia“ კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამ სამიზნე რეგიონში (გურია, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისა და სატყეო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება 168 კმ-ზე, კერძოდ, მოეწყობა - 20,20 კმ და რეაბილიტირებული იქნება - 147,80 კმ სატყეო-სამეურნეო გზა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779685282

ახალი ამბები

რიმა ბერაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, მიზანმიმართული პროვოკაცია

„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნებ...

რიმა ბერაძე

1779684573

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მაისს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

25 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მ...

წვიმიანი

1779655061

ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია: გავლენის აგენტები ცდილობენ საქართველოში შექმნან სამოქალაქო ომის სიტუაცია, დაპირისპირება, შექმნან ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც საზოგადოებაში დიალოგი ვერ ხერხდება

1918 წლის 26 მაისს ხორცი შეესხა ქართული საზოგადოების, ქართველი ერის საკრალურ ოცნებას, დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამის გარდა რეალური ბრძოლის და მუშაობის დაწყებას ჭეშმარიტი სუვერენიტეტის მისაღწევად....

კონსტანტინე გამსახურდია

1779653740

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩანს - სად ვართ, სად ვდგავართ

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია - ევროპამ შეცვალა საგარეო კურსი. [saqarTvelos ]ევროპული სტანდარტი ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში ჩ...

გია ვოლსკი

1779653444

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება

ევროპული სტანდარტი ჩვენთვის უცვლელი დარჩა, თავად ევროპა შეიცვალა. სტრუქტურული ცვლილების გარეშე ევროპული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ შეიცვლება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირ...

გია ვოლსკი