გურჯაანის მერი ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე: ინფორმაცია, რომ პროექტი აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება

გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი საქართველოს მთავრობის მიერ სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე და ახალი ტენდერის გამოცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

გურჯაანის მერი ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ადგილზე გავეცანით რა მდგომარეობაა ამ პროექტთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რომ ეს პროექტი გაჩერდა და აღარ გაგრძელდება სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიას, რომელიც ამ პროექტის სამუშაოებს ასრულებდა ხელშეკრულება შეუწყდებათ, ტენდერი ახლიდან გამოცხადდება და რაც შეიძლება მოკლე ვადებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება“, - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალ ტენდერის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კომპანიებმა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771744439

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული მ.თ. და 1997 წელს დაბადებული ს.ბ...

დაკავება, პოლიცია

1771744033

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.გ. ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

პოლიცია პატრული

1771742273

ახალი ამბები

გურჯაანში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადა...

ყვითელი ლენტი

1771741801

ახალი ამბები

ანსამბლი „აფხაზეთი“ პალერმოში კონცერტს გამართავს

დღეს, 22 თებერვალს ქალაქ პალერმოში, „Don Bosco Ranchibile“-ის საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საზეიმო პროგრამით წარდგება. კულტურულ ღონისძიებ...

ანსამბლი „აფხაზეთი“

1771741004

მსოფლიო

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება

დღეს იტალიაში ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, სა...

ზამთრის ოლიმპიური თამაშები