"IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების პიკეტირება დაიწყეს
"IDS ბორჯომის" თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს.
თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ.
გაფიცული თანამშრომლები აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„IDS ბორჯომი საქართველოს“ ადმინისტრაცია პროვოკაციისა და მშრომელთა დაპირისპირების მიზნით, საქართველოს რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან, რომლებსაც ჰპირდებიან სამ-ოთხჯერ მეტ ხელფასს აორგანიზებს ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა ჩანაცვლებას. კომპანია მზად არის, უფრო მეტი ხელფასი გადაუხადოს სხვა დასაქმებულებს და საკუთარ თანამშრომლებს დასჯის მიზნით, არ აუნაზღაუროს ნამუშევარი ორი თვის ხელფასი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაფიცულთა გადაწყვეტილებით, ხელფასების დარიცხვამდე, 50 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის, ვადიან ხელშეკრულებაზე მყოფი დასაქმებულების, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნების, სტაჟიორებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უვადო ხელშეკრულებაზე გადასვლამდე, მოხდება ბორჯომის 1-2 ქარხნის შესასვლელების სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი პიკეტირება.
აღნიშნული გადაწყვეტილება „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიერ ემსახურება ესკალაციის ხელოვნურად გამოწვევას და სრულ პასუხისმგებლობას განვითარებულ მოვლენებზე ვაკისრებთ როგორც კომპანიას, ასევე საქართველოს მთავრობას, რადგან ხელისუფლების მიერ არაფერი გაკეთებულა შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები:
1790174901
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ...
1790174011
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმა...
1790173887
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება სურთ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ერთმან...
1790173686
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მა...
1790173416
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე
დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმ...




























