მაკა ბოჭორიშვილი: ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა, გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას
„საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად განიცადა საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ურყევ ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული.
„ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა და საქართველოს სახელით გამოსვლა. საქართველოსთვის ყირიმისა და უკრაინის საკითხი არ არის მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად განიცადა საერთაშორისო წესრიგის ეროზიისა და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგები. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.
ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული.
ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის მიმართ საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთო ვალდებულებების კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნისთვის. საქართველო მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულია და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება.
საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
1790174901
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ...
1790174011
საზოგადოებაირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმა...
1790173887
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანება სურთ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებები ერთმან...
1790173686
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, რომელზეც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავს. მანამდე ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიებში მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს მა...
1790173416
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე
დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმ...




























