ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სსფ-ს ანგარიშის თანახმად ასევე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული 2027 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.
„ფონდის მოლოდინია, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ხდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკური მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, რომლებიც ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, გაუმჯობესებულ ფისკალურ და საგარეო ბუფერებს და მდგრად ფინანსურ სექტორს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და იმ რეფორმების გაგრძელებაა, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობის ზრდას.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მოელის, რომ 2026 წელს, ისევე როგორც შემდგომ წლებში, ეკონომიკური ზრდის ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება.
„რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
1781175769
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჰაიოს და ქართლოსის მონუმენტთან ადგილობრივ მოსახლეობას შევხვდით და მათთან ერთად ვისაუბრეთ იმ ღირებულებებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დღესაც აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას
წელს, როდესაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ისტორია, კულტურა და სახელმწიფოებრიობა საერთო ფესვებიდან იღებს სათავე...
1781175341
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონა...
1781175165
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა - კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ
„ბრძოლა მიდის პირველობაზე, „ნაცებს“, „ნეო ნაცებსა“ და „კარენოი ნაცებს“ შორის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით,...
1781174891
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან იმიტომ, რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით, ეს არის შანტაჟი და მუქარა მორიგ ჯერზე
„დღეს ჩანიშნულია შეხვედრა ტექნიკური ნიუანსების დისკუსიას და გარკვევას ეხება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ ვიზალიბერალიზაციის გადახედვი...
1781173310
ახალი ამბებიალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მეუღლე, დედა და მეუღლის მეგობარი ქალი დაჭრა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარს...


























