ზვიად შალამბერიძე - ევროკავშირს ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი, რომ შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ, ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ, ვფიქრობ, მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება

„ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილიც შეიტანეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

შალამბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება.

„პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლებაზე თუ გადადის, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები უკვე დაუწესდათ და ეს პასუხია. ხელისუფლება თუ პასუხისმგებელია უვიზო მიმოსვლაზე, ხალხი რატომ უნდა დაისაჯოს? – ხელისუფლება საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანია. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე თუ ვსაუბრობთ, ერთგვარად, ამ გადმოსახედით თითქოს დაისაჯა, მაგრამ ამაში დასჯას ვერ ვხედავ. ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტი სამსახურებრივად თუ გვიწევს, რა თქმა უნდა, ვიზას ვიღებთ, ვიზას გვიკეთებენ. აქედან გამომდინარე, შეფერხების გარეშე მივდივართ.

ფაქტობრივად, ევროკავშირის ბიუროკრატიას ხელიდან გამოვაცალეთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ჩვენთან შანტაჟის ენით ვერ ესაუბრათ. ერთადერთი ვიზალიბერალიზაცია დარჩათ. აქედან გამომდინარე, იმ ნაბიჯების გადადგმა მოხდა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილიც შეიტანეს. ვფიქრობ, საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდება და უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე გადავალთ, ვიდრე დღეს ვისმენთ“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781171213

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირის, მათ შორის ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარს...

დაკავება, პოლიცია

1781169373

მსოფლიო

მედია: თურქეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შოუბიზნესის 22 წარმომადგენელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის არიან...

თურქული შოუბიზნესი

1781167472

საზოგადოება

კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს

„დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები - N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ დ...

კანიე უესტი

1781167440

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6.5%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გამორჩეული მდგრადობით ხასიათდება“, - წერს ექსპერტი დავით ჩ...

დავით ჩიხელიძე

1781166815

საზოგადოება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები დადებითია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც სსფ-ის ტექნიკური დახმარების (TA) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი