ინგა ფხალაძე: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინვესტიცია 3,5 მლრდ ევროს უტოლდება

საქართველო - რუმინეთის ერთობლივი საწარმოს მიერ ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადის შეტანისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა, რამაც დიდი როლი ითამაშა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.

თუმცა, მისი ინფორმაციით, სანამ აღნიშნულ პროექტს საერთო ინტერესების პროექტების ნუსხაში შეიტანდნენ, დეტალურად შეისწავლეს ტექნიკურ - ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება მიზანშეწონილია.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ამჟამად მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროცესი - საუბარია გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებზე, რისთვისაც შავი ზღვის აკვატორიაში სპეციალური გემები უნდა შემოვიდნენ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ მოქცევა ლიცენზიების ძალიან შეღავათიანი პირობებით აღებას და პროექტის სწრაფად განვითარებას ნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ეს ხელს შეუწყობს პროექტით ინვესტორების დაინტერესებას.

„აღნიშნული პროექტი გულისხმობს ინვესტიციას, რომელიც 3,5 მილიარდ ევროს ტოლფასია. შესაბამისად, საგრანტო დაფინანსება მერყეობს 30-დან 50%-მდე. ხანდახან 75 პროცენტის ოდენობითაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. ძალიან სერიოზული ევროპელი და აზიელი ინვესტორები უკვე მოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ ამ პროექტში მონაწილეობის დიდი ინტერესი აქვთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764878303

ახალი ამბები

გიორგი კახიანი BBC-ის ფილმზე: ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს

 ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრ...

გიორგი კახიანი

1764875373

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი „ენმ“-ზე: მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს - ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო

 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე და „ნაციო...

ირაკლი ქადაგიშვილი

1764873696

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია

 პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქეთი თურაზაშვილის და ლევან სამუშიას განცხადებას ეხმაურება, რომ „მოქალაქეები“ და „ლელო“ თანამშრომლობის რეჟიმში რჩებიან. „ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის...

შალვა პაპუაშვილი

1764871551

ახალი ამბები

კონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო კვლევა უფულობის გამო არ ჩაუტარებია

 პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომლის კვლევაც საფუძვლად დაედო BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ფილმს, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ ვერ ჩაატარა სამედიცინო კვ...

პედიატრი

1764866898

ახალი ამბები

კონსტანტინე ჩახუნაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც, ალბათ, მიკერძოების ნაწილია

 მიკერძოებული ვარ, მაგრამ, მაგალითად, მიკერძოებული რომ ვყოფილიყავი, დავწერდი ბევრ ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მისი კვლევის შესა...

ჩახუნაშვილი