ლევან მახაშვილი აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებაზე: კიდევ ერთ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ არის ამერიკის მხრიდანაც არის მზაობა, რათა მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს
აშშ-ის სენატში, ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივის კიდევ ერთხელ ჩავარდნას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს ერთგვარ გზავნილად, რომ აშშ-ის მხრიდანაც არის მზაობა ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით.
„მოხარულები ვართ ნამდვილად, რომ კონგრესში, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო პროცესებში არიან ადამიანები, რომლებიც სრული პასუხისმგებლობით, მთელი სერიოზულობით ეკიდებიან ამ პროცესს და ცდილობენ, რომ მათ შორის ამერიკული კანონები არ გახადონ საგარეო მიმართულებით პოლიტიკური თამაშების და მანიპულაციების ნაწილი. ამავე დროს, კარგია ეს გადაწყვეტილება იმისთვისაც, რომ გადაიტვირთოს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ ერთ ერთგვარ გზავნილად შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც არის მზაობა, რომ მაქსიმალურად დროულად დავუბრუნდეთ ორმხრივ ურთიერთობებს“, - აცხადებს მახაშვილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა. ამერიკული გამოცემა The Hill-ი წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია კანონპროექტი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
1764878303
ახალი ამბებიგიორგი კახიანი BBC-ის ფილმზე: ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს
ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრ...
1764875373
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი „ენმ“-ზე: მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს - ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე და „ნაციო...
1764873696
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქეთი თურაზაშვილის და ლევან სამუშიას განცხადებას ეხმაურება, რომ „მოქალაქეები“ და „ლელო“ თანამშრომლობის რეჟიმში რჩებიან. „ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის...
1764871551
ახალი ამბებიკონსტანტინე ჩახუნაშვილი ამბობს, რომ სამედიცინო კვლევა უფულობის გამო არ ჩაუტარებია
პედიატრმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა, რომლის კვლევაც საფუძვლად დაედო BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ფილმს, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა იმ კონკრეტულ მიზეზზე, თუ რატომ ვერ ჩაატარა სამედიცინო კვ...
1764866898
ახალი ამბებიკონსტანტინე ჩახუნაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც, ალბათ, მიკერძოების ნაწილია
მიკერძოებული ვარ, მაგრამ, მაგალითად, მიკერძოებული რომ ვყოფილიყავი, დავწერდი ბევრ ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მისი კვლევის შესა...


























