ირაკლი ქადაგიშვილი „ენმ“-ზე: მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს - ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უაპელაციო ბრალდებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აქციების დროს აკრძალული ნივთიერება გამოიყენა.
ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მტკიცებულებების გარეშე ბრალდებაზე ამბობს, რომ საგულისხმოა, „ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებმაც საქართველოს წინაშე ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს“ და იხსენებს ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს.
ქადაგიშვილის თქმით, „ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო“.
დეპუტატი ამბობს, რომ მათთვის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება უცხო არ არის.
„ჩვენ უნდა შევაფასოთ, პირველ რიგში, ვინ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიას. ეს არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე საქართველოს ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება დააბრალეს და ეს განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან გაკეთდა. შემდეგ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასახეს და ხელიც მოაწერეს. ამიტომ, მათთვის უცხო არ არის საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ტიპის გალაშქრება და დღესაც სწორედ ეს ადამიანები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული, გამოიყენა საქართველომ. მაგრამ, მაშინდელი დროისგან განსხვავებით, დღეს მათ ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმიტომ, რომ დღეს საქართველო და საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა განვითარების დონეზეა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1764861558
მსოფლიოდავით ჩიხელიძე: გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში - სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს
გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაი...
1764860122
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ და შეშფოთება გამოთქვან, რომ მაკრონის რეიტინგი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყეს რეზოლუციაზე მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვითომდა დემოკრატიის კუთხით უკუსვლას აქვს ადგილი, - განაცხადა გადაცემა...
1764858864
საზოგადოებალევან მახაშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: რაც უნდათ ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ
„სანქციების დაწესებას, თუ რაღაცას ითხოვენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ, ის მოითხოვონ, ქვეყანა თავზე ეშლებათ და თავიანთ პრეზიდენტს, ქვეყნის ბიუჯეტსა და მოსახლეობას მიხედონ“, - განაცხადა ე...
1764858133
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი „ბიბისის“ ფილმზე: მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო
„მიმდინარეობს მასირებული საინფორმაციო შტურმი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე იმისათვის, რათა კიდევ ერთხელ, როგორმე გაილაშქრონ, რომ რეალურად დაისაჯოს საქართველო“, - განაცხადა გადაცემაში...
1764857069
საზოგადოებაჯეიმს სტავრიდისი: ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ვერ შეძლებს და ეს მკაცრი სიმართლეა
ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი Bloomberg-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ვერ შეძლებს და ე...



























