შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1985 წელს დაბადებული კ.კ და 1980 წელს დაბადებული თ.დ. დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს. სამართალდამცველების მიერ, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14, 000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე, ძვირად ღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღეს. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1764911430
საზოგადოებაპიმენ ყურაშვილი: კითხვას ბადებს ის ფაქტორიც, რომ თვითონ კვლევის ავტორები იყვნენ დემონსტრაციის მონაწილეები და შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეიძლება იყოს არჩევითობის მიკერძოებულობა. ჩემი ნდობა ძალიან დაბალია ამ კვლევის მიმართ
BBC-ის საგამოძიებო ფილმი კვლავ განხილვის საგანია. კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, ჩახუნაშვილების მიერ მომზადებული სამედიცინო კვლევა არასარწმუნოა. პიმენ ყურაშვილმა „ქრონიკასთან“ ჩამო...
1764910336
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება
მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი ვენაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გამართავს. ვენაში ეუთოს მინისტრ...
1764878303
ახალი ამბებიგიორგი კახიანი BBC-ის ფილმზე: ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს
ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და პროვოკაცია, რასაც თავისი გათვლები აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრ...
1764875373
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი „ენმ“-ზე: მათ საქართველოს ჯარს ომის დაწყება დააბრალეს - ასეთი ხალხისგან არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს სხვა ბრალდებებსაც წაუყენებენ, მათ შორის, BBC-ის დოკუმენტური ფილმის გარშემო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე და „ნაციო...
1764873696
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის და „ლელოსთვის“, რომ უკვე ფორმალურადაც არ გახდნენ ტერორისტთან თანამშრომლობაში მყოფი პარტია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქეთი თურაზაშვილის და ლევან სამუშიას განცხადებას ეხმაურება, რომ „მოქალაქეები“ და „ლელო“ თანამშრომლობის რეჟიმში რჩებიან. „ორშაბათამდე კიდევ არის დრო ALDE-სთვის...

























