პიმენ ყურაშვილი: კითხვას ბადებს ის ფაქტორიც, რომ თვითონ კვლევის ავტორები იყვნენ დემონსტრაციის მონაწილეები და შეგნებულად თუ შეუგნებლად, შეიძლება იყოს არჩევითობის მიკერძოებულობა. ჩემი ნდობა ძალიან დაბალია ამ კვლევის მიმართ
BBC-ის საგამოძიებო ფილმი კვლავ განხილვის საგანია. კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, ჩახუნაშვილების მიერ მომზადებული სამედიცინო კვლევა არასარწმუნოა. პიმენ ყურაშვილმა „ქრონიკასთან“ ჩამოთვალა ყველა ის კრიტერიუმი, რომელსაც სამეცნიერო კვლევა უნდა დაეყრდნოს. შინაგანი მედიცინის სპეციალისტისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ არის გამოყენებული აქციის მონაწილეების ანამნეზი, რატომ არ შედგა დამატებითი კონტროლ ჯგუფი, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აქციებში. მისი აზრით, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა.
„პირადად ჩემი ნდობა ძალიან დაბალია ამ კვლევის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ კონტროლ ჯგუფი იგივე რაოდენობით მაინც არ არის აღებული, რამდენიც თვითონ დემონსტრანტები იყვნენ და ორჯერ ნაკლებია. ძალიან მნიშვნელოვანია, დემონსტრანტებს ჰქონდათ თუ არა ეს კარდიოგრამა გადაღებული მანამდე შესადარებლად, იქნებ ეს ცვლილებები მანამდეც ჰქონდათ ამ ადამიანებს. კითხვას ბადებს ის ფაქტორიც, რომ თვითონ კვლევის ავტორები იყვნენ როგორც ვიცი დემონსტრაციის მონაწილეები და შეგნებულად თუ შეუგნებლად შეიძლება იყოს არჩევითობის მიკერძოებულობაც (selection bias) ოღონდ, ეს მიკერძოებულობაც შეიძლება იყოს გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი, როდესაც შენ გინდა რაღაც დაინახო თუნდაც ქვეცნობიერად და ამან შეიძლება უკვე კვლევაზე გავლენა მოახდინოს“, - აცხადებს ყურაშვილი.
ცნობისთვის, ჩახუნაშვილების მიერ მომზადებული დოკუმენტი კრიტიკის ობიექტი გახდა ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის კლინიკური ფარმაკოლოგიური დეპარტამენტების აკადემიური პერსონალის გაერთიანებულ სხდომაზე.
1764866898
ახალი ამბებიკონსტანტინე ჩახუნაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში: მიკერძოებული ვარ, ეს „კვლევა“ რომ გავაკეთე, ეგეც, ალბათ, მიკერძოების ნაწილია
მიკერძოებული ვარ, მაგრამ, მაგალითად, მიკერძოებული რომ ვყოფილიყავი, დავწერდი ბევრ ისეთ რამეს, რაც ვერ ვიპოვეთ, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მისი კვლევის შესა...
1764865387
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე სიტყვით მიმართა სესიის მონაწილეებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთიგანაგრძობს საქართველოს განუყ...
1764864553
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
2025 წლის 4 დეკემბერს ეუთოს მინისტერიალისფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის დატაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთამინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა. მხარ...
1764861558
მსოფლიოდავით ჩიხელიძე: გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პრაქტიკული ნაბიჯებით დგას უკრაინას გვერდში - სამწუხაროა, რომ გაწვდილ მეგობრობის ხელს უკრაინა ხშირ შემთხვევაში არ იმჩნევს
გაეროში რეზოლუციის კენჭისყრამ, რომელიც რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას ეხებოდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სახელმწიფოების პოზიციები. სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაი...
1764860122
საზოგადოებათორნიკე ჭეიშვილი: საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში უმჯობესი იქნება დაფიქრდნენ და შეშფოთება გამოთქვან, რომ მაკრონის რეიტინგი ახლა ისტორიულ მინიმუმზეა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყეს რეზოლუციაზე მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვითომდა დემოკრატიის კუთხით უკუსვლას აქვს ადგილი, - განაცხადა გადაცემა...



























