ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაბალი გამავლობისა და მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის, უღელტეხილებსა და მაღალმთიან დასახლებებში. ხოლო იქ კი, სადაც ზვავსაშიშროების რისკია, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ გაწმენდით სამუშაოებს. ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა თავისუფალია. ამასთან, გვრჩება შეზღუდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე. შეზღუდვა ეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. 24 საათის განმავლობაში გზებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ძლიერი თოვლისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვები გვრჩება მაღალმთიან რეგიონებში მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ არსებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის საბურავებით“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ორმოცაძემ.
ვაზიანი-გომბორი- თელავის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები მე-3 დღეა 24-საათიანი რეჟიმით აკონტროლებენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ კახეთის რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტი მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ამოქმედდება. ამ დრომდე თელავში და ცენტრალურ გზებზე აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტომობილები შეუფერხებლად მოძრაობენ.
1768890313
ახალი ამბებიქეთევან ტურიაშვილი: მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა და გადაუღო ექვსი ფოტო, თქვენ მითხარით რამდენად გულწრფელია ეს სპექტაკლი
მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ და ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა და ამ ფოტოგრაფმაც რომ გადაუღო ექვსი ფოტო და მთელი ღამეა სათითაოდ რომ...
1768888289
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკა...
1768886963
ახალი ამბებიჭოტორლიშვილი: ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიელებს - ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, ვერ ხვდება, რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?
ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უ...
1768886612
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში თოვას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7...
1768855691
მსოფლიოკაია კალასი: სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება
სუვერენიტეტით ვაჭრობა არ ხდება, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა. „დანია და გრენლანდია მარტონი არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკური ინტერესია და...






























