თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილით მუშავდებოდა, როგორც ცენტრალური, ისე მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი.

„თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად, მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768891240

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1768890465

ახალი ამბები

The iPaper: ნატო გრენლანდიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ზღუდავს

ნატოს ოფიციალური პირები უარს ამბობენ შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მუქარის გამო, - იუწყება The iPaper საკუთარ წყაროე...

დონალდ ტრამპი

1768890313

ახალი ამბები

ქეთევან ტურიაშვილი: მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა და გადაუღო ექვსი ფოტო, თქვენ მითხარით რამდენად გულწრფელია ეს სპექტაკლი

მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ და ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა და ამ ფოტოგრაფმაც რომ გადაუღო ექვსი ფოტო და მთელი ღამეა სათითაოდ რომ...

ქეთევან ტურიაშვილი

1768888289

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკა...

მიხეილ ყაველაშვილი

1768888110

ახალი ამბები

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაბალ...

გზა თოვლი მოძრაობა