The iPaper: ნატო გრენლანდიასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო აშშ-სთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ზღუდავს

ნატოს ოფიციალური პირები უარს ამბობენ შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების მუქარის გამო, - იუწყება The iPaper საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყაროების ცნობით, დაზვერვისა და სამხედრო ჩინოვნიკები ადრე ერთად მუშაობდნენ ყველა სახის საფრთხესთან საბრძოლველად, ომიდან დაწყებული საიდუმლო ოპერაციებით დამთავრებული. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შეძენის ამბიციები ძირს უთხრის ნდობას და ანგრევს დიდი ხნის შეთანხმებებს.

ნატოს ინსაიდერმა The iPaper-ს განუცხადა , რომ „ეს ნატოში ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს შორის დაძაბულობასა და უნდობლობას ქმნის“.

მისი თქმით, თანამშრომლები აღარ „ურთიერთობენ ღიად“ მზარდი შეშფოთების გამო, რომ ინფორმაცია ტრამპამდე მიაღწევს და გამოყენებული იქნება აშშ-ის მიერ გრენლანდიის ძალის გამოყენებით მიტაცების მცდელობისთვის.

ბრიტანული დაზვერვის წყარომ თეთრ სახლსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობების გაუარესებას „უპრეცედენტო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ გამოწვეული „ინდივიდუალური პოლიტიკური არეულობა“ დაზვერვის ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს.

აშშ და დიდი ბრიტანეთი სადაზვერვო ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ დიდ ბრიტანეთ-აშშ-ს შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხშირად „ორ თვალს“ უწოდებენ.

თუმცა, ბრიტანული დაზვერვის წყარომ The I Paper-ს განუცხადა, რომ ტრამპის უახლესმა მუქარამ გააჩინა მოსაზრება, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის „ორი თვალის“ მოკავშირე, არამედ „უბრალოდ ევროპის ნაწილია“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768890775

ახალი ამბები

თბილისში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების ტექნიკური მარილით დამუშავება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას თბი...

გზა მოძრაობა

1768890313

ახალი ამბები

ქეთევან ტურიაშვილი: მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა და გადაუღო ექვსი ფოტო, თქვენ მითხარით რამდენად გულწრფელია ეს სპექტაკლი

მზია ამაღლობელის ძმა რომ მივიდა ციხესთან და ჰოი საოცრებავ და ფოტოგრაფი დახვდა და შემდეგ ისეთ ადგილას დადგა, რომ ვითომ მეტი არავინაა და ამ ფოტოგრაფმაც რომ გადაუღო ექვსი ფოტო და მთელი ღამეა სათითაოდ რომ...

ქეთევან ტურიაშვილი

1768888289

ახალი ამბები

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ესპანელ ხალხს ამ რთულ დროს თანადგომას ვუცხადებ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფასთან დაკავშირებით ესპანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკა...

მიხეილ ყაველაშვილი

1768888110

ახალი ამბები

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმი. ავტომაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებია დაბალ...

გზა თოვლი მოძრაობა

1768886963

ახალი ამბები

ჭოტორლიშვილი: ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიელებს - ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, ვერ ხვდება, რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?

ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უ...

ლევან ჭოტორლიშვილი