ირაკლი ჭეიშვილი: დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს
პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამომწურავად უპასუხებს თითოეულ შეკითხვას.
როგორც ცნობილია, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მინისტრს 44 შეკითხვა გაუგზავნა.
მოსმენა სწორედ მათი ინიციატივით შედგება.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ 44 კითხვის დასმას აპირებს. დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე ამომწურავ პასუხებს გასცემს თითოეულ კითხვას. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს რეფორმა არის ძალიან წარმატებული, ისტორიული, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალია და, შესაბამისად, ყველაფერ კარგზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს - ეს არ იქნება გამონაკლისი შემთხვევა. შესაბამისად, მომზადებული აქვთ 44 კითხვა და 2 საათის განმავლობაში უნდა დაუსვან მინისტრს.
დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს აბსოლუტურად ყველა კითხვას, არცერთ კითხვას არ დატოვებს პასუხგაუცემელს და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
1779955745
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების...
1779955111
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანია, საქართველო- უკრაინას ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს
„მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გ...
1779954454
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დ...
1779953251
ახალი ამბებიგორდულაძე ოპოზიციაზე: მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ
„მათ [ოპოზიციას] ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, ახალი მოღალატეობრივი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხ...
1779952592
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...





























