შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია 6 პირი, სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას

„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

კერძოდ, სოფიო ხორგუანის თქმით, იმედი ჰქონდა, რომ შალვა პაპუაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პლენარულ სხდომაზე გამოსვლას გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხორგუანის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ, ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები.

„მგონი, ადევნებთ თვალყურს, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენც, პარლამენტი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას. აკანკალებული ხმით საუბარი თქვენს ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ექვსი ადამიანი დაკავებულია, სწორედ ეს არის სახელმწიფოს პასუხი და არა ის ყალბი პათეტიკა, რომელიც თქვენ გაქვთ.

შეგახსენებთ, თქვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ, ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები. ის მიეცა პასუხისგებაში და არის მიმალვაში. ამიტომ, თქვენი აკანკალებული ხმა თუ რაიმე გულწრფელ ემოციებს შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალდება აქვს წარდგენილი. ზუსტად ამისთვის – მოქალაქეებზე ძალადობის გამო არის ის ბრალდებული და იმყოფება მიმალვაში. ვინ ვინ და ამას არ უნდა საუბრობდეს თქვენი პარტია, რომლის თავმჯდომარეც არის ადამიანი, რომელიც იყო პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თუ არ ვიცი, როგორი ბრალი აქვს წარდგენილი“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779959931

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს

პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამომწურავად უპასუხებ...

ირაკლი ჭეიშვილი

1779957766

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა 26 მაისის აქციაზე: ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა

„ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ 26 მაისს ოპოზიციის მიერ...

ირაკლი ზარქუა

1779956922

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: არ შეიძლება, ახალგაზრდებს დანაშაულისკენ უბიძგო და შემდეგ შორიდან უყურო, მათ როგორ გაასამართლებენ, არ მგონია, სააკაშვილს რამე პასუხისმგებლობა ჰქონდეს

„სახელმწიფო ნებისმიერ შეკრებას შეუწყობს ხელს, რომელიც კანონის ფარგლებს არ გასცდება, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებებში შევადნას, ბოლოკირებას ან სხვა ძალადობრივ აქციებს თუ დაიწყებენ, ეს ადამიანები პასუხ...

თენგიზ შარმანაშვილი

1779955745

ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო

1779955111

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანია, საქართველო- უკრაინას ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს

„მივესალმებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გ...

ნიკოლოზ სამხარაძე