ირაკლი ნადარეიშვილი: ინოვაციური სტარტაპის სტატუსი საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში
„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საერთაშორისო დონეზე უფრო მიმზიდველი გახდა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად შემოღებული ინოვაციური სტარტაპის სტატუსი, რომელიც 10-წლიან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, უკვე იწვევს ინტერესს რეგიონული სტარტაპების მხრიდან და ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჰაბად სტარტაპების განვითარებისთვის რეგიონში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11-მა ქართულმა სტარტაპმა უკვე ისარგებლა საკანონმდებლო შეღავათით. ისინი სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით ისარგებლებენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო შეღავათით რეგიონული სტარტაპებიც დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ისინი საქმიანობას საქართველოდან განაგრძობენ.
„ინოვაციური სტარტაპის სტატუსით რეგიონული სტარტაპები ინტერესდებიან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში გადმოსვლას და პროექტების განხორციელებას განიხილავენ - სტატუსთან ერთად ქვეყანაში შექმნილია ისეთი სერვისების ხელმისაწვდომობა, რომლითაც საქართველო ნამდვილად უნიკალური ადგილია სტარტაპის განვითარებისთვის რეგიონში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1774453129
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი: ილია II-ის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში
„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებ...
1774451569
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი და პანაშ...
1774449851
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის გა...
1774448382
ახალი ამბებიიონათამიშვილი: მრავალი წელია, რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, ამ პროცესში ისინი არ თაკილობენ ყველაზე ბინძურ გზებსა და მექანიზმებს
მრავალი წელია, მთლიანად რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად, დავალებებით და კოორდინირებულად ცდილობს, შეუტიოს ქართულ ეკლესიას, დააკნინოს, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო...
1774446489
საზოგადოებანინო წილოსანი: დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ. ერთი ზუსტად ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად არასწორი ხედვა აქვთ
დანიის მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად უყურებს საკუთარ პოლიტიკურ სპექტრს და ფიქრობს, რომ მათ არანაირი ხედვა არ გააჩნიათ, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე...






























