ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, დაახლოებით, 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი
"ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, დაახლოებით 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.
„კარგად იცით, რომ რამდენიმე თვის წინ მე და ბატონმა ზურა აზარაშვილმა დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროცესი, რეფორმა, პირველი ეს უკავშირდებოდა მედიკამენტების ფასების შემცირებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, თუმცა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია ეს საკითხი, მოგვარებულია.
ალბათ, გახსოვთ როდესაც დავიწყეთ საუბარი, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტისგან, რომ ეს მიუღწეველი იყო, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხისა და ამავდროულად, იაფიან მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში. დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით, 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი.
თორემ, ბუნებრივია, ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო, სწორედ, მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს, ჩვენი მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის ასობით დასახელების მედიკამენტი, როგორც აღვნიშნე, ბევრად იაფად, 60-70%-ით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე მანამდე იყო.
ასევე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად.
ესეც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, და ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამავე თემაზე:
🔵 "დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, მედიკამენტი მხოლოდ ჯენერიკული დასახელებით გამოწეროს" - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება
1791380010
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...
1791379969
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1791379840
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1791378667
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791377895
ახალი ამბებიპრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...



























