პრემიერი: ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი
„ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია სპორტის განვითარება.
„ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტის სამინისტროს შენობას. სპორტის სამინისტროს ექნება ახალი შენობა ამ სივრცეში. ასევე ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, სპორტის კოლეჯს და პარალიმპიურ ცენტრს, ასევე სხვადასხვა სახეობის სპორტულ დარბაზებს, ტირისა და კლდეზე ცოცვის ცენტრებს.
ერთ შენობაში განთავსდება ფედერაციები და სპორტის განვითარების ფონდი. შესაბამისად, დაიზოგება სახსრები და ბუნებრივია, ეს სახსრები ისევ მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას. ასევე, ამ სივრცეში განთავსდება მუზეუმი, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული სპორტის მდიდარი ისტორია და ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციები. ეს პროექტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება. სპორტის განვითარება ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას ჩვენს ქვეყანაში და ახალი თაობების ჯანსაღი წესით აღზრდას. შესაბამისად, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, სპორტის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1795791182
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი USADI-ის ფაილებზე: ჩვენი ხელისუფლება ამაზე წლების წინ საუბრობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. მისი თქ...
1795789937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შე...
1795788939
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა
არაერთხელ გვინახავს, რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, ზიზღით და გულზე მჯიღის დარტყმით დაანონსებული ხალხის მდინარეები, მაგრამ არ არსებობს, დაშრა ეს მათი მდინარეები, - ამის შესახებ პ...
1795788912
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, „პუტჩი“ მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქითა და პირაქეთა „პუტჩისტებს“, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?
ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რაც სრული იდიოტიზმია, ხოლო ნებისმიერი წინაღობის 90% მოდი...
1795787518
საზოგადოება„მადლობა უსაფრთხოებისა და მასპინძლობისთვის“ - ისრაელის კლუბის ოფიციალური მიმართვა
საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მადლიერებას გამოხატავს ბათუმში გამართული შეხვედრის ორგანიზატორებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიმართ. „გვსურს მადლობა გადავუხ...



























