ირაკლი ხელაძე: პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში
„ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.
მისი თქმით, ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი ამ ურთიერთობებში შავ ლაქად დარჩა.
„პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში. რაც შეეხება ახალ მოვლენებს, ეს არის უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ისედაც ნორმალურ პირობებში უნდა ყოფილიყო. ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა ხელაძემ.
გერმანიაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
1784697612
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახ...
1784696771
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში - ირაკლი კობახიძე დღეს სინგაპურის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. ირაკლი კობახიძე დღეს სინგაპურის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდება. ასევე დაგეგმილია აუდიენცია ფინანსური ტექნოლოგიების კ...
1784696576
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 22 ივლისს საქართველოში
22 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლ...
1784667415
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ირანს დარტყმების შემდეგ აღსადგენად 25 წელი დასჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანს აშშ-ის საჰაერო დარტყმების შემდეგ აღდგენისთვის 20 წელზე მეტი დასჭირდება. იტყობინება Sky News. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასულ წელს გან...
1784667037
ახალი ამბებისაქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დღეს თბილისის დროით 0...





























