სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეგობარს, ონლაინ აუქციონის გზით ავტომობილის შეძენასა და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარებას დაჰპირდა, აღნიშნული მოტივით მას დიდი ოდენობით თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ 16 800 აშშ დოლარს თაღლითურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1784704413
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა. სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის ავტონომიური რე...
1784703410
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისსაქა...
1784701299
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემ...
1784701043
საზოგადოებასპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას...
1784699344
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი - ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს, ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვდებთ
„პრემიერ-მინისტრს სინგაპურში ექნება სამუშაო შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგა...


























