სპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს და დაიცვას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ზაფხულის პერიოდში ტყის ხანძრების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.

„განსაკუთრებით ტურისტულად დატვირთულ პერიოდში, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად პატრულირებენ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და შესაბამის რეკომენდაციებს უზიარებენ ტურისტებს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტყის ხანძრების რისკები. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევ ძირითად მიზეზად სწორედ ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საინფორმაციო კამპანია განვახორციელეთ და მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომლებიც საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას ვრცელდება, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ტყის ხანძრების რისკები“, - აღნიშნა ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა, დათა კობახიძემ.

ტყის ხანძრების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, ხანძარსაშიშ და ტურისტულად დატვირთულ ტერიტორიებზე განთავსებულია საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები. QR კოდის მეშვეობით ვიზიტორებს შეუძლიათ გაეცნონ ტყეში უსაფრთხო გადაადგილების წესებს, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპიკნიკე ადგილების მოწყობასა და კოცონის დანთებას ეხება.

ეროვნული სატყეო სააგენტო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. ტყის სხვა ტერიტორიებზე კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან - თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784702763

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

დაკავება

1784701299

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემ...

პრემიერ-მინისტრ

1784699344

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს, ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვდებთ

„პრემიერ-მინისტრს სინგაპურში ექნება სამუშაო შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგა...

ლევან ჟორჟოლიანი

1784698910

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე: პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში

„ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ...

ირაკლი ხელაძე

1784697612

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახ...

გიორგი ჩაკვეტაძე