ზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად კონფერენციის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას.

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და განსაკუთრებით საამაყოა, რომ აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი სწორედ აჭარიდან დაიწყო. იყალთოსა და გელათის აკადემიების ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული საგანმანათლებლო და სამეცნიერო მემკვიდრეობა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და დიდი ივანე ჯავახიშვილის ჩანაფიქრით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნა ქართულ მეცნიერებას დღემდე აძლიერებს. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, გამოგვეხატა პატივისცემა მეცნიერების, მათი შრომისა და იმ განსაკუთრებული წვლილის მიმართ, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეაქვთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიკოსებს, პროფესორებსა და მეცნიერ თანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს - აკადემიკოსებს ვანო პაპუნიძეს და ლიანა მელიქიშვილს მადლობის სიგელები გადასცა.

ორდღიანმა სამეცნიერო ფორუმმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დარგის ექსპერტები გააერთიანა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784703410

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისსაქა...

დაკავება, პოლიცია

1784702763

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...

დაკავება

1784701299

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემ...

პრემიერ-მინისტრ

1784701043

საზოგადოება

სპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას...

თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

1784699344

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი - ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგაპურთან, სინგაპური რეგიონში წარმოადგენს ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, ანალოგიურად, საქართველო თავის რეგიონში წარმოადგენს ასეთ ჰაბს, ჩვენ ბევრ ინვესტიციას ვდებთ

„პრემიერ-მინისტრს სინგაპურში ექნება სამუშაო შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სინგა...

ლევან ჟორჟოლიანი