ირაკლი კირცხალია: ჩვენმა ქვეყანამ საზოგადოების მკაფიო დაკვეთით გაწყვიტა, შეინარჩუნოს მშვიდობა, აი, ამას ვერ ეგუებიან ბრიუსელში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ბრიუსელი ვერ ეგუება იმას, რომ საქართველომ საზოგადოების მკაფიო დაკვეთით გაწყვიტა, შეინარჩუნოს მშვიდობა.
მისი თქმით, ის თანხები, რომლებიც ქვეყანაში შემოდიოდა კეთილშობილური მიზნებით, სხვა მიმართულებით იხარჯებოდა.
„მაშინ, როდესაც ირგვლივ ცეცხლის რკალშია გახვეული ყველაფერი, ჩვენმა ქვეყანამ საზოგადოების მკაფიო დაკვეთით გაწყვიტა, შეინარჩუნოს მშვიდობა და იზრუნოს თავის ქვეყნის თითოეული მოქალაქეების კეთილდღეობაზე. აი, ამას ვერ ეგუებიან. აი, ამიტომ ეს მუქარები, ის მაგიდაზე ხელის ბრახუნი დახურულ კარს მიღმა და ის ბინძური მოთხოვნები - ჩვენი ომში ჩართვის მოთხოვნა და სურვილი ე.წ „დიფ სთეითის“ მხრიდან გამოვიდა სააშკარაოზე.
ათობით მილიონი ბოლო თვეებში და წლებში არის გადმორიცხული. ზოგადად რომ შეხედო, ალბათ, ასობით მილიონს უდრის ის თანხები, რომლებიც აქ შემოდიოდა ვითომ კეთილშობილური მიზნებით და რეალურად, იხარჯებოდა სხვა მიმართულებით, სხვა მიზნებისთვის. ეს მიმართულება საზოგადოებამ კარგად ნახა მე-5 რევოლუციურ სცენარში რუსთაველის გამზირზე“, - აღნიშნავს კირცხალია.
1753633291
ახალი ამბებიშსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა დ...
1753629046
ახალი ამბებიმაჭავარიანი: გარანტირებულად ვიცით, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, ჩვენი და ამერიკის ნამდვილი მეგობრობის დაწყებას წინ, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღუდგება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, საქა...
1753626146
ახალი ამბებილუკა კურტანიძე დააკავეს
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დ...
1753624533
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა
„ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია....
1753623954
ახალი ამბებიყაველაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები
არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავ...