თეა წულუკიანი: ყველა იმ სამხედრომ, ვინც კი გაბედა და 2008 წელი სხვანაირად შეაფასა, ან მის შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ყველა ან წამების მსხვერპლი გახდა, ან დაქვეითების, ან საუკეთესო შემთხვევაში ჯარიდან დათხოვნის

„დროსთან ერთად დავინახეთ, რომ ეს არ იყო მათი გამოგონილი, რომ ისინი ამას უფრო დიდი ძალებისგან იღებდნენ და რეალურად ეს იყო მიმდინარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაშუშად და პრო რუსად უნდა გამოგეცხადებინა ყველა ის, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე იყო“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„2008 წლის ომის მერე, ყველა იმ სამხედრომ, ვინც კი გაბედა და 2008 წელი სხვანაირად შეაფასა, ან მის შედეგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ყველა ან წამების მსხვერპლი გახდა, ან დაქვეითების, ან საუკეთესო შემთხვევაში ჯარიდან დათხოვნის მსხვერპლად იქცა და ყველაზე უარეს შემთხვევებში ჩვენ კომისიის სხდომებზეც ვნახეთ, რომ ასეთ ადამიანებს ჯაშუშობა დააბრალეს რუსეთის სასარგებლოდ, მოკლეს, გაიტაცეს და ზღვაში ჩაძირეს.
თვითონვე შეუწყვეს რუსეთს ხელი, რომ ქართული ჯარი დამარცხებულიყო და დამცირებულიყო, თვითონვე გაყიდეს სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტ ძალაზე, თვითონვე გაატანინეს რუსეთის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება ისკანდერი ქვეყნიდან და ძლივს დაიბრუნა „ქართულმა ოცნებამ“, თვითონვე წააგეს ჰააგაში დავა თინა ბურჯალიანის და ზურა ადეიშვილის ხელმძღვანელობით, თვითონვე არ შეიტანეს დასაბუთებული და მტკიცებულებით გამაგრებული სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და „ქართულ ოცნებას“ მოუწია სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა და ამ დავის მოგება ძალიან დიდი ძალისხმევის და სირთულეების ფასად, მაგრამ ისინი არიან პრო ევროპელები და ყველა სხვა არის პრო რუსი.
აქ სიმართლეს და რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის, ამ ხელწერის მახასიათებელი არის ის, რომ თეთრი იყოს შავი, შავი იყოს თეთრი და პროცესი იმართებოდეს ისე, როგორც მათ აწყობთ“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
1753633291
ახალი ამბებიშსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა დ...
1753629046
ახალი ამბებიმაჭავარიანი: გარანტირებულად ვიცით, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, ჩვენი და ამერიკის ნამდვილი მეგობრობის დაწყებას წინ, რა თქმა უნდა, ვერაფერი აღუდგება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, საქა...
1753626146
ახალი ამბებილუკა კურტანიძე დააკავეს
პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დ...
1753624533
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, მისი არჩევანია, რას გააკეთებს და როგორ მოიქცევა
„ახლახან დავაჯილდოვე ჩვენი კალათბურთელები ორდენებით, საამაყო ხალხი. მინდა, გიორგი ცინცაძეს მადლობა გადავუხადო გულშემატკივრის სახელით, ის ჩვენთვის იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია....
1753623954
ახალი ამბებიყაველაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები
არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამას არ შევეგუებით, მგონი, ძალიან ღირსეულ პასუხს სცემენ ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავ...