ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე - თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
„თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღემდე სალომე ზურაბიშვილი ჰყავთ პრეზიდენტად მითითებული და საგარეო საქმეთა მინისტრად დღეს უკვე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი.
„რაც შეეხება გერმანიის ელჩს და იმ ყბადაღებულ თემას თუ არ ვცდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ პრეზიდენტად თურმე და დღეს უკვე ბრიტანეთში ჩვენი სრულუფლებიანი ელჩი მოხსენიებული ჰყავთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და რას ამბობს აქ ბატონი ელჩი გერმანიის, რომ ეს არის ხარვეზი.
მე ვიტყვი, რომ თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში. „ქართული ოცნება“ და მოდი ასე ვთქვათ ქართული საზოგადოება, „ქართული ოცნება“ არის არჩეული უმრავლესობით ამ ქვეყანაში.
რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ იმ თითოეულ მესიჯს, რომელსაც ამ ელჩის მეშვეობით გამოგიგზავნიან ბრიუსელიდან სხვადასხვა ბიუროკრატია თუ პოლიტიკოსები ხელდასხმული ე.წ. დიფსთეითისგან. რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ, როდესაც სასამართლო პროცესზე მივა თარჯიმნის გარეშე და დემონსტრაციულად გააკეთებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და კონკრეტულად „ნაცმოძრაობის“ დედა პარტიის ერთ-ერთ ახალგაზრდა წარმომადგენელს დასვამ საელჩოს ტერიტორიაზე და შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე საქართველოს უახლოეს ისტორიის გააზრებაზე შენ რაღაც შეხვედრას და საუბრებს აწარმოებ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ.
რა თქმა უნდა გავაკრიტიკებ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლის ასე ვთქვათ, გმირობაზე მესაუბრები და (ლაზარე გრიგორიადს გმირად გამიხდის) რა თქმა უნდა, გავაკრიტიკე და გააკრიტიკებს ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფალი ამ ყველაფერს და ნებისმიერი თავმოყვარე საღად მოაზროვნე მოქალაქე, თავი დავანებოთ პოლიტიკას. ყველაზე მთავარი ხარვეზი არის ელჩი, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და ახმოვანებს, გერმანიის ხარვეზია ეს ადამიანი“, - განაცხადა კირცხალიამ.
1777531645
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირთან დიალოგის აღდგენაზე: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე და საქართველოს არანაირი წინაპირობები არ სჭირდება იმისათვის, რომ ესაუბროს ევროკავშირს
გადაცემა „დღის თემაში“ სტუმრობისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებსა და დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადე...
1777531594
ახალი ამბებივოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე: გარკვეული თემების დაგეგმვისას, პრევენციული მექანიზმების შემუშავებისას ეს შეკრება, რომელიც ვიცე პრემიერის დონეზე გახდება შესაძლებელი, არის საჭირო და აუცილებელი
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფუნქციის მნიშვნელობას აფასებს. „ეს სტრუქტურები უსაფრთხოებას ემსახურებ...
1777531532
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების...
1777528917
ახალი ამბებიწილოსანი: სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირების სხვადასხვა, მაღალ ხარისხს აღწევენ. თუმცა, მათ თავს ყველაზე დიდი უბედურება არის დაპირისპირება საკუთარ ამომრჩეველთან
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. „მიხეილ სააკაშვილი და მისი განდგომილი წევრები - ჩერგო-ბოკერია-გვარამიას სახით თავისი დაპირისპირები...
1777526202
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მუშაობის მიმართ არსებულ მოლოდინზე საუბრობს. „ეს ცვლილებები ემსახურება უსა...































