მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ხალხს აქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია, საუკუნეების განმავლობაში წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად.

„საქართველოს თავდაცვის ძალების დღე არა მხოლოდ სამხედროების პროფესიული დღესასწაული, არამედ მთელი საზოგადოების ერთიანობის, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და ეროვნული თვითშეგნების გამოხატულებაა.

ქართველი ხალხის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა. სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები დაუღალავად იბრძოდნენ საკუთარი იდენტობის, სარწმუნოებისა და მიწა-წყლის დასაცავად. სწორედ ამ უწყვეტმა პრინციპულმა ბრძოლამ ჩამოაყალიბა ჩვენი ეროვნული ხასიათი და ის შინაგანი ძალა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი ისტორიული განსაცდელი გადაატანინა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სამხედრო სამსახური ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

„ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამხედრო სამსახური მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის ღრმა ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ტრადიციის, რომელიც ერთ მთლიანობად კრავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს და ჩვენი ეროვნული ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777535764

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...

ირაკლი კობახიძე

1777535231

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს

კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...

გურამ მაჭარაშვილი

1777535022

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი

დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა...

მიხეილ ყაველაშვილ

1777534880

ახალი ამბები

ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და ს...

ცესკოს ხელმძღვანელობა

1777533563

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ

„რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლ...

ირაკლი კირცხალია