მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი
დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამხედროების ოჯახებს, ადამიანებს, რომლებიც უდიდესი მოთმინებით, თანადგომითა და სულიერი სიმტკიცით იზიარებენ ღირსეული, თუმცა რთული მსახურების ტვირთს.
„მოგეხსენებათ, თანამედროვე უსაფრთხოების გარემო სწრაფად იცვლება და სახელმწიფოსგან მუდმივ სიფხიზლეს, გაძლიერებასა და განვითარებას მოითხოვს, მით უფრო მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თქვენი სათანადო მხარდაჭერა, პროფესიული განვითარება და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და იმ მომავალს, რომელსაც ერთად ვაშენებთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დაღუპული გმირების სახელი სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი.
„უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით მინდა გავიხსენო ჩვენი დაღუპული გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და ღირსებას ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე მიულოცა ახალგაზრდებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს და ვეტერანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.
„მსურს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მივულოცო ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან თქვენ იღებთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სამშობლოს წინაშე.
სამხედრო ფიცის დადებით თქვენც იმ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილი ხდებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე აკავშირებდა და აერთიანებდა ქართველ პატრიოტთა თაობებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით, სიმამაცითა და თავდადებით საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე ქართულ ჯარს.
თქვენი ღვაწლი ცოცხალი მაგალითია დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის. თქვენი პატრიოტიზმი, ერთგულება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი შთაგონების წყაროა მათთვის, ვინც დღეს ამ საპასუხისმგებლო გზას აგრძელებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
1777535764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია
ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...
1777535231
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...
1777534880
ახალი ამბებიცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და ს...
1777534826
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულ...
1777533563
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ
„რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლ...































