ცესკოს ხელმძღვანელობამ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა. დებატები სახელწოდებით - „სანდო და ინკლუზიური საარჩევნო პროცესი: დამკვირვებლების როლი“ საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართა.

ღონისძიების ძირითადი მიზანი წევრ სახელმწიფოებში დამკვირვებლების წინაშე არსებული მუდმივი და ახალი გამოწვევების შეფასება, დამკვირვებლების უფლებების დაცვის კუთხით არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტურობისა და შეზღუდვების შესწავლა, შემდგომი ქმედებების შესაძლო გზების განხილვა და ევროპის
საბჭოს სავალდებულო ინსტრუმენტის პოტენციური დამატებითი ღირებულების, მასშტაბისა და მიზანშეწონილობის შესახებ ინფორმირებული დიალოგის წარმოებაში წვლილის შეტანა იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დებატების ფორმატში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე, ინკლუზიურ საარჩევნო გარემოსა და ზოგადად არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

„ერთობლივი დებატები არის შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებმა პირადად ჩვენგან მიიღონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომლის ირგვლივაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული წუხილები და რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე და უშუალოდ დაკვირვების პროცესში ობიექტურობის და მიუკერძოებლობის მნიშვნელობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შესახებ მომზადებული ანგარიშები და შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ ფაქტებს და მტკიცებულებებს და არ გამომდინარეობდეს არჩევნების პოლიტიკური შედეგებიდან.

ამასთან, დისკუსიის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მაგალითად, ისეთების, როგორიცაა ეუთო/ოდირი, დასკვნების პატივისცემა და მათი რეკომენდაციების გაზიარება ყველა ჩართული მხარის მიერ, რადგან ამ დასკვნების აღიარების გარეშე ფაქტობრივად აზრს კარგავს დაკვირვების პროცესის მნიშვნელობაც“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

დებატების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების როლზე. დაკვირვების სამართლებრივ ჩარჩოებზე, მათ შორის გარანტიებზე, ხარვეზებზე, კარგ პრაქტიკასა და გამოწვევებზე. მხარეებმა ასევე განიხილეს არჩევნების მთლიანობისა და საზოგადოების ნდობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ერთობლივი მოქმედების სტრატეგია და შემდგომი ნაბიჯები.

ერთობლივი დებატები 28-29 აპრილს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777535920

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რას ებრძვიან, ებრძვიან, პირველ რიგში, ავტორიტეტებს

ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ, მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-...

ირაკლი კირცხალია

1777535764

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი...

ირაკლი კობახიძე

1777535231

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს

კომისიის დღევანდელ სხდომაზეც კითხვები იქნება იმ შინაარსის, რაც წინა შეხვედრებისას იყო. ბუნებრივია, სპეციფიკა სხვა არის [დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლები გამოიკითხებიან], მაგრამ შინაარსით დაახლოე...

გურამ მაჭარაშვილი

1777535022

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი

დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა, დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა...

მიხეილ ყაველაშვილ

1777534826

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულ...

მიხეილ ყაველაშვილი