შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს

საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ერთი მხრივ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

„პრეტენზიები, რომლებიც ხუთი პარტიის მიმართ წაყენებული გვაქვს, სრულად დასაბუთებულია მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, პარტიების წარმომადგენლების განცხადებები ვნახეთ, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ამდენი დღე საუბრობდნენ და ერთადერთი, რაც გააკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცებში ბრალს სდებდნენ. ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, ტყუილად დაიხარჯნენ. ტყუილად დახარჯეს თავისი დროც და სასამართლოს დროც, რადგან ბრალდებებზე ვერაფერი თქვეს და ვერაფერი უარყვეს. რამდენიმე დღე ილაპარაკეს და ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის რამეს და არც იმ შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია, გამოტანილი აქვს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794238433

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...

შალვა პაპუაშვილი

1794236680

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1794233230

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს

„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1794232890

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

„ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე...

ვარლამ ლიპარტელიანი

1794231446

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით

ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...

ნიკოლოზ სამხარაძე