სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

ვიცე-სპიკერის თქმით, ჩეხეთს გამჭვირვალობის კანონის მიღება აქვს დაგეგმილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი კანონი იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობა.

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ. მასპინძლები დაინტერესდნენ, თუ რა არის ამ კანონის შინაარსი, რა პერიპეტიები ახლდა მას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები (ჩეხეთის წარმომადგენლები). გაოცებას ვერ მალავდნენ იმიტომ, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, საფრანგეთმაც მიიღო მსგავსი, თუმცა გაცილებით მკაცრი. შედარებისთვის რომ ვთქვათ, კანონის იმ დარღვევისთვის, რაზეც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს 20 ათასლარიან ჯარიმას, საფრანგეთის კანონმდებლობა ითვალისწინებს 6-წლიან პატიმრობას. უფრო მეტიც, საფრანგეთის კანონი აძლევს უფლებას სპეცსამსახურებს, 5 წლის განმავლობაში ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე მოსმენაზე ჩართონ ყველა ის არასამთავრობო, თუ ლობისტური ორგანიზაცია, რომელიც არღვევს ამ კანონს. ვფიქრობ, ჩეხებს ფრანგული კანონი უფრო მოეწონათ. ისინი აპირებენ მსგავსი კანონის მიღებას და ეს კანონი იქნება უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოს კანონმდებლობაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794243834

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს თავისი 11 წლის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვი...

შალვა პაპუაშვილი

1794241289

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული

ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „...

ლევან მაჭავარიანი

1794239050

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794238433

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...

შალვა პაპუაშვილი

1794236680

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი