ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მან ისაუბრა, თუ რატომ არ შეიმჩნია ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ოპოზიციამ. კირცხალია მიიჩნევს, რომ „მათ დავალება შეასრულეს“.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აგენტურაზე, რა თქმა უნდა, ისინი ასრულებენ დავალებას და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათ ეს დავალება მოუვიდათ - არ შევიმჩნიოთ ყველაფერი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მოქმედებდნენ და აკეთებდნენ ყოველთვის ისე, რომ როგორმე შეეწყოთ ხელი თავიანთი პატრონების ჩართულობით ყველა იმ პროცესისთვის ისე, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, მოწყვლადს გახდიდა და შემდეგ მარტივი სამართავი და მარტივი ლუკმა გახდებოდა მათივე პატრონებისთვის“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან ასევე ისაუბრა, თუ რატომ მოსდის ევრობიუროკრატებისგან ოპოზიციას მსგავსი დავალებები.
„რატომ მოსდის ეს დავალებები მათ? - იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ როდესაც შენ გყავს ასეთი პარტნიორი, მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა, მაგრამ ხშირად ბევრი რეალურად ექსპერტი არაერთი წელია უკვე საუბრობს, რომ შეიძლება ჩინეთი განვიხილოთ მსოფლიოში მეორე ეკონომიკად მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე, მაგრამ ჩვენ, რაც ოფიციალურად არის, ამ ვერსიას დავეყრდნოთ - კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ექსპერტი საუბრობს, რამდენად არის მეორე ეკონომიკა და რამდენად არ არის რეალურად პირველი ეკონომიკა. ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ და რიგში დგანან ზოგჯერ წითელ ხალიჩაზე, ზოგჯერ ჩინეთში წითელ ხალიჩას არც უშლიან, რომ დადგნენ რიგში და როგორმე შეხვდნენ ამ უძლიერესი ზესახელმწიფოს ლიდერებს. მათთვის ეს შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, თურმე ევრობიუროკრატებისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ უნდა ვთანამშრომლობდეთ ჩინეთთან, რაც უსტანდარტობის გამოძახილია.
1794236680
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში
არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...
1794233230
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს
„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1794232890
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს
„ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე...
1794231446
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით
ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...
1794230350
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია, მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძ...































