შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქართველოს ჩინეთისთვის, რომ საქართველო პირველი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში.

პაპუაშვილის თქმით, ევრობიუროკრატია არ იმჩნევს საქართველოს როლს შუა დერეფანში და ბრიუსელი არ სცემს პატივს ქართველ ხალხს.

„ჩინეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში შედგა. ასე რომ, პოლიტიკურ სიმბოლოსთან ერთად, ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანსა და თანამშრომლობაზე, ასევე, საქართველოს როლზე შუა დერეფანში. შედარებისთვის რომ ავიღოთ, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს და ვერ ხედავს, რომ შუა დერეფნის მთავარი შემქმნელი ქვეყანა ჩვენ ვართ, ხოლო ჩინეთი ვიცე-პრეზიდენტის დონეზე საქართველოში ჩამოდის და ქართველ ხალხს პატივს სცემს. ესეც აჩვენებს, რომ ბრიუსელი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, ჩინეთი კი პატივს სცემს. ასეთ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი ევრობიუროკრატიამ, რომელმაც ქართველ ხალხს პირდაპირი ბრძოლა გამოუცხადა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა მოითხოვა, გაამხილოს, ვის და რატომ აფინანსებს საქართველოში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794239050

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794238433

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...

შალვა პაპუაშვილი

1794236680

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...

შალვა პაპუაშვილი

1794233230

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს

„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1794232890

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს

„ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე...

ვარლამ ლიპარტელიანი