ირაკლი კირცხალია: რიგი ე.წ. პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელს ამ კვირაში დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“

ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო მოხსენიებული თავის დროზე სარჩელში აღნიშნული პარტიაც.

„პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები. აპირებდნენ შემოსვლას პარლამენტში, შემდეგ იყო მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა? - პირველი, უხეში და თავხედური არ აღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში. მეორე, ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება - პარლამენტს შიგნით კომენტარებში, თუ ქმედებებში“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ ვის ძალას წარმოადგენენ ისინი.

„არ აქვს მნიშვნელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როცა ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ამ სარჩელის პირობებში მათ არ აქვთ მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა თითოეული დეპუტატისთვის, რომლებიც არიან პარლამენტსა და საკრებულოებში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789399920

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან

2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან. ინფორმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1789398409

ახალი ამბები

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბი...

პარლამენტი

1789397642

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთა...

მაკა ბოჭორიშვილ

1789394423

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა. ის სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლისა და თანაშემწის პოზიციებს იკავებდა საგარეო საკითხებში. ლუკა ეხვაია საერთაშორისო...

ლუკა ეხვაია

1789394147

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება. ჩვენ ვიცით, როგორი უმნიშვნელოვა...

გიორგი გაბუნია